|
| | |
| Main » 2008 » September » 02
მოუსმინეთ და გადმოწერეთ, ჩემი სიმღერაა მოგეწონებათDOWNLOAD
Views: 680 |
Added by: D_A_D_A |
Date: 2008-09-02
|
|
"ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით და იმ ერთიანობით, რომელიც ქართველმა
ხალხმა გამოიჩინა", - ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა, სადაც
"ცოცხალი ჯაჭვის" აქცია მშვიდობიანი მიტინგში გადაიზარდა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დღეს, მთელი
საქართველო ერთ ჯაჭვად შეიკრა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ქუჩაში
მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. მისი თქმით, "ქართველი ხალხი არასდროს
შეეგუება დამპყრობელს" და "საქართველო არასდროს დაკეცავს ხუთჯვრიან
დროშას".
"არცერთ ქვეყანაში, არასდროს, ამდენი ხალხი ქუჩაში არ გამოსულა. დღეს
ჩვენ ვამაგრებთ თავისუფლების წინა ხაზზს. ქართველებმა შეკრეს ერთიანი
მძლავრი ჯაჭვი. აქ შეიკრა ურღვევი ჯაჭვის პერანგი საქართველოსთვის,
თავისუფლებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.
საქართველომ გაუძლო ყველაზე სასტიკი დამპყრობლების შემოსევებს და დღეს,
როცა საქართველოს 21-ე საუკუნის ურდო მოადგა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ
ბრძოლას", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
Views: 767 |
Added by: D_A_D_A |
Date: 2008-09-02
|
|
ევროკავშირის 27 ქვეყანა ბრიუსელში გამართული საგანგებო სამიტის
რეზოლუციით ადასტურებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას
და რუსეთის მოქმედებას საქართველოს წინააღმდეგ "ძალის არაპროპორციულ
გამოყენებად" აფასებს. სამიტის 10-პუნქტიან რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი
სინანულს გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე ღია კონფლიქტთან
დაკავშირებით.
"საომარი მოქმედება არ წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის გზას და ასეთი
ქმედება ევროკავშირისთვის მიუღებელია", - აღნიშნულია რეზოლუციაში.
ევროკავშირი ასევე გმობს რუსეთის ცალმხრივი მოქმედებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით.
სამიტის მონაწილეები მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოუწოდებენ პატივი სცენ
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარონ სეპარატისტული
რეგიონების დამოუკიდებლობა.
რეზოლუციაში საუბარია მხარეების მიერ "ექვსპუნქტიანი შეთანხმების"
შესრულების აუცილებლობაზე და შეიარაღებული ძალების გაყვანაზე კონფლიქტის
დაწყებამდე არსებულ ზონებში.
ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს,
...
Read more »
Views: 798 |
Added by: D_A_D_A |
Date: 2008-09-02
|
|
Views: 689 |
Added by: D_A_D_A |
Date: 2008-09-02
|
|
Views: 674 |
Added by: D_A_D_A |
Date: 2008-09-02
|
|
კარგი თამაშია. გადაწერეთ და გაერთეთ
Views: 772 |
Added by: D_A_D_A |
Date: 2008-09-02
|
|
1 სექტემბერი საქართველოს ერთიანობის დღეა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველი სექტემბერი
საქართველოს ერთიანობის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ პრეზიდენტმა
თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
`საქართველოს ძალიან უსამართლოდ შემოუტიეს. მათ, ვისაც უნდოდა
თავისუფლება და ერთიანობა, გამოაძევეს საკუთარი სახლებიდან`, - განაცხადა
მან. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქალაქებში, სოფლებში, ქუჩებში გაგრძელდება მშვიდობიანი წინააღმდეგობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. `ჩვენი დროშა დღეს მსოფლიოში თავისუფლების სიმბოლოა`, - დასძ
...
Read more »
Views: 794 |
Added by: D_A_D_A |
Date: 2008-09-02
|
|
საქართველოს ერთიანობის დასადასტურებლად ყველა დიდ ქალაქში დღეს "ცოცხალი ჯაჭვი" შეიკვრება
საქართველოს ერთიანობის დასადასტურებლად ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში დღეს "ცოცხალი ჯაჭვი" შეიკვრება.
დედაქალაქში "ცოცხალი ჯაჭვი" თავისუფლების, რუსთაველის, მელიქიშვილის,
ვაკე-საბურთალოს გზა, ყაზბეგის, პეკინის ქუჩებს, ბარათაშვილის ხიდს,
ავლაბრის აღმართსა და სამების ტაძარს შორის იქნება.
Views: 1193 |
Added by: D_A_D_A |
Date: 2008-09-02
|
|
|
| |
| | |
|
|