.:: D_A_D_A ::.
Site menu
Our survey
Rate my site
Total of answers: 49
Main » 2008 » September » 2 » ევროკავშირის სამიტის შედეგი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და
ევროკავშირის სამიტის შედეგი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და
11:45 AM

ევროკავშირის 27 ქვეყანა ბრიუსელში გამართული საგანგებო სამიტის რეზოლუციით ადასტურებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის მოქმედებას საქართველოს წინააღმდეგ "ძალის არაპროპორციულ გამოყენებად" აფასებს. სამიტის 10-პუნქტიან რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე ღია კონფლიქტთან დაკავშირებით. "საომარი მოქმედება არ წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის გზას და ასეთი ქმედება ევროკავშირისთვის მიუღებელია", - აღნიშნულია რეზოლუციაში. ევროკავშირი ასევე გმობს რუსეთის ცალმხრივი მოქმედებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით. სამიტის მონაწილეები მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოუწოდებენ პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარონ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა. რეზოლუციაში საუბარია მხარეების მიერ "ექვსპუნქტიანი შეთანხმების" შესრულების აუცილებლობაზე და შეიარაღებული ძალების გაყვანაზე კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ ზონებში. ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, "ექვსპუნქტიანი შეთანხმების" მეექვსე პუნქტთან დაკავშირებით (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები) საერთაშორისო კონსულტაციების ჩატარების აუცილებლობაზე. რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირი საქართველოში კრიზისთან დაკავშირებით ნიშნავს საგანგებო წარმომადგენელს და 15 სექტემბრამდე რეგიონში ფაქტების დამდგენ მისიას მოავლენს. ევროკავშირ ადასტურებს რუსეთთან ურთიერთობისა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნას და შეახსენებს მას, რომ რუსეთმა არ უნდა დაარღვიოს საერთაშორისო სამართალი, გაეროსა და ეუთოს რეზოლუციები. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ რუსეთმა უნდა გააკეთოს ფუნდამენტური არჩევანი და გააცნობიეროს, რომ ევროპისგან იზოლაცია რუსეთის ინტერესებს არ შეესატყვისება. ევროკავშირი მიიჩნევს, 14 ნოემბერამდე ნიცაში გასამართ ევროკავშირი-რუსეთის სამიტამდე მოსკოვმა უნდა შეასრულოს "ექვსპუნქტიანი შეთანხმების" ყველა პუნქტი და აცხადებს, რომ ევროკავშირი-რუსეთის შემდგომი ურთიერთობის განხილვა, სწორედ რუსეთის ქმედებებს დაეფუძნება.
Views: 799 | Added by: D_A_D_A | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
Login form
News calendar
«  September 2008  »
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
Search
Site friends
Statistics
Copyright MyCorp © 2024Free web hostinguCoz