.:: D_A_D_A ::.
Site menu
Our survey
Rate my site
Total of answers: 49
Main » 2008 » September » 2 » მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ თავისუფლების წინა ხაზს ვამაგრებთ
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ თავისუფლების წინა ხაზს ვამაგრებთ
11:49 AM

"ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით და იმ ერთიანობით, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოიჩინა", - ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა, სადაც "ცოცხალი ჯაჭვის" აქცია მშვიდობიანი მიტინგში გადაიზარდა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დღეს, მთელი საქართველო ერთ ჯაჭვად შეიკრა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ქუჩაში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. მისი თქმით, "ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება დამპყრობელს" და "საქართველო არასდროს დაკეცავს ხუთჯვრიან დროშას". "არცერთ ქვეყანაში, არასდროს, ამდენი ხალხი ქუჩაში არ გამოსულა. დღეს ჩვენ ვამაგრებთ თავისუფლების წინა ხაზზს. ქართველებმა შეკრეს ერთიანი მძლავრი ჯაჭვი. აქ შეიკრა ურღვევი ჯაჭვის პერანგი საქართველოსთვის, თავისუფლებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. საქართველომ გაუძლო ყველაზე სასტიკი დამპყრობლების შემოსევებს და დღეს, როცა საქართველოს 21-ე საუკუნის ურდო მოადგა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
Views: 768 | Added by: D_A_D_A | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
Login form
News calendar
«  September 2008  »
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
Search
Site friends
Statistics
Copyright MyCorp © 2024Free web hostinguCoz